მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონი შეიცვალა და უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლის დანაშაულია.
„უკანონო მიშენებებსა და მშენებლოებს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. იყო გარკვეული მცდელობები, თუმცა ამაზე ყოველთვის ხდება რეაგირება. კანონმდებლობა შეიცვალა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას ყოველთვის რეაგირება მოჰყვება. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს მიმართულება შევაჩეროთ.
ჯარიმები გავზარდეთ, რეგულაციები გავამკაცრეთ, მაგრამ არ უშველა, ვერ შევაჩერეთ ეს ყველაფერი, მაინც ხდებოდა უკანონო მშენებლობები, თუმცა, მგონია, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაული მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში ეს ყველაფერი შევაჩეროთ",- განაცხადა კახა კალაძემ.