დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
"თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტა? პრეზიდენტი ნიშნავს. თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის?" - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, "ლელო - ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
მისი თქმით, ოპოზიცია ქმედებებში დაკარგულია.
"თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტა? პრეზიდენტი ნიშნავს. თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის? მის მიერ დანიშნული ადგილობრივი არჩევნები მაშინ როგორ არის ლეგიტიმური და როგორ ღებულობენ მონაწილეობას? ვის ატყუებენ. არეულები არიან. თარგმანში დაკარგულები კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან რადიკალები. ჩვენ ყოველთვის ვეტყვით საზოგადოებას, ატყუონ ერთმანეთი და აბულინგონ." - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, "კოალიცია "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს - ამის შესახებ, ირაკლი კუპრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.