გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ძალადობის წახალისება - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას.EPP-ი 4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს. "ქართული ოცნების" განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა დაგმონ და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს გაემიჯნონ, საპირისპირო შინაარსის განცხადებები ისმის.
მათივე თქმით, ევროპულ სტრუქტურებში შექმნილ ვითარებას epp-ის განცხადება კარგად გამოხატავს, რომლის წევრიც "ნაციონალური მოძრაობაა" და რომელიც არა ძალადობაში მონაწილე პირების, არამედ მმართველი გუნდის ლიდერების სანქცირებას ითხოვს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და გასაკვირი არ არის, რომ საერთაშორისო პარტნიორები დიქტატურის მხარდამჭერ განცხადებებს არ აკეთებენ.
"ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რატომ გიკვირთ, რომ დიქტატურის მხარდამჭერ განცხადებებს არ აკეთებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თუ ევროპაში გმობენ ძალადობას, მაგალითად საფრანგეთში, აქციაზე რაღაც რომ ხდება, რატომ არ გმობენ საქართველოში? გპასუხობთ: იმიტომ, რომ საფრანგეთში და ევროპის ქვეყნებში, რომელზეც თქვენ საუბრობთ არის დემოკრატი და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებები არიან", - განაცხადა ანა წითლიძემ.