გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრა, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების საფუძველია. მან გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილ ერთობლივი დეკლარაციის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რაც მისი განმარტებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, 2025 წელს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმატებით დაიგეგმა და ხორციელდება. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, ასევე სამხედრო განათლების კუთხით დაგეგმილ კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უპრეცედენტო მყარი სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონე, რასაც კიდევ უფრო ამყარებს ლიდერებს შორის ახლო და მეგობრული ურთიერთობები.