1757364257
წარმოუდგენლად მიმაჩნია, „ქართული ოცნებიდან“ ვინმე, ვინც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საკუთარ ხალხს და ქვეყანას, ახლა ხაბეიშვილს და ბურჭულაძესთან ითანამშრომლოს - ლადო ბოჟაძე

ლევან ხაბეიშვილისა და სოფო ჯაფარიძის შემდეგ "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობას პაატა ბურჭულაძეც ადასტურებს.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბურჭულაძემ თქვა, რომ მას აქვს უტყუარი დასაბუთება, რომ "ოცნებიდან" წასულ მაღალჩინოსნებს მათთან კავშირი აქვთ, კონკრეტულად კი ლევან ხაბეიშვილთან.
ბურჭულაძის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური "ქართული ოცნებისთვის", რომ მათი გუნდის ყოფილი წევრების ნაწილი, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს გეგმავს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის, ლადო ბოჟაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს "ქართული ოცნების " ყოფილი წევრი ოპოზიციასთან თანამშრომლობს პროვოკაციაა.
"სახელებსა და გვარებზე საუბარი გაგვიძნელდება, თუმცა ვფიქრობ, ეს მაინც ერთგვარი პროვოკაციაა მათი მხრიდან, რათა განცდა გააჩინონ, რომ "ქართული ოცნებიდან" ყოფილი თუ მოქმედი წევრი მათთან თანამშრომლობენ.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, "ქართული ოცნებიდან" ვინმემ, ვინც 2012 წლიდან გამარჯვება მოიტანა, წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საკუთარ ხალხს და ქვეყანას, ახლა ხაბეიშვილთან და ბურჭულაძესთან ითანამშრომლოს.
ეს პროვოკაცია მგონია, თუმცა ნებისმიერი პროვოკაციისთვის სახელმწიფო არის მზად. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ირაკლი კობახიძე, მისი პოლიტიკური გუნდი და რამე რომ ყოფილიყო სათქმელი, აქამდეც იტყოდნენ. მით უმეტეს, თუ ეს თანამშრომლობა შედგა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები აღარ არიან თანამდებობაზე, ან აღარ არიან ჩვენი გუნდის წევრები, ან თუ ვივარაუდეთ, რომ ვინმე მანამდეც თანამშრომლობდა ანიტასთან", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.