ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
გენერალურ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ დასრულდა წაღვლის გამგებლის და ჩორჩანას მკვიდრის გამოკითხვა. ვაჟა ლომიძე და მანანა შეყელაშვილი უწყებაში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
წაღვლის გამგებლის, ვაჟა ლომიძის განცხადებით, საგუშაგოს დადგმამ ქვეყანას დადებითი არაფერი მოუტანა, პირიქით, დამატებითი ტერიტორიები დააკარგვინა.
„საგუშაგოების დადგმის ძალიან ცუდი შედეგები მოუტანა, ეს იყო არასწორად გადადგმული ნაბიჯი. დავკარგეთ მეტი, არაფერი არ მოგვიგია. დავკარგეთ ტერიტორიები, მოსახლეობა ვეღარ შედის ტყეში. ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იყო და ყველაფრით ვსარგებლობდით, იმ ადგილით, სადაც დღეს ჩვენი პოსტი დგას და იმ ტერიტორიითაც, სადაც რუსებმა ჩადგეს საგუშაგო“, - განაცხადა ვაჟა ლომიძემ.
პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, 2019 წელს, ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნას ეხება.