„რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა“ - თბილისის მერია
1749481033
დონალდ ტრამპი, სამართალდამცავებს ლოს-ანჯელესში დემონსტრაციებზე ნიღბიანი მომიტინგეების დაკავებისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება. ამერიკის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა, მმართველ გუნდში ოპოზიციისა და მესამე სექტორისგან აინტერესებთ, არის თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება ანტიდემოკრატიული და თუ არა, მაშინ რატომ აკრიტიკებდნენ "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას ნიღბების აკრძალვაზე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ტრამპს და ამერიკას რომ ედრება "ქართული ოცნება", აშშ დემოკრატიული ქვეყნაა, სადაც სასამართლოს ფასი აქვს.
"მანდ ფორმირებები რომ თარეშობდნენ იმათ ნიღბებზე არ ჰქონდა პრობლემა "ქართულ ოცნებას"? ჩვენ ხომ ვიცით რა ნიღბებია, აქციაზე ვინც ყოფილა ნახავდა ამ ნიღბებს. სტუდენტ გოგოებს რომ რომ ფერადი ნიღბები უკეთიათ ეგ არის კანონდარღვევა? ტრამპს და ამერიკას რომ ვედრებით, აშშ არის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც სასამართლოს აქვს ფასი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე იქაც იქნება მსჯელობა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, აშშ გადაწყვეტილებებს საკუთარი ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს, საქართველოში კი მოქალაქეებს მშვიდობიან პროტესტზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ამერიკის შეერთებული შტატები არის შემდგარი დემოკრატიის ქვეყანა. აშშ-ში როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, ყველა ქვეყანა და რა თქმა უნდა, აშშ სიტუაციას აფასებს თავის ქვეყნის ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საქართველოში რეალურად რა ხდება" ქართველი ხალხი გამოდიოდა ეროვნული ინტერესების დასაცავად. ქართველ ხალხს, მშვიდობიან პროტესტზე გაუსწორდნენ ძალადობრივი მეთოდებით", - განაცხადა ლანა გალდავამ.