„მაღალი ტემპერატურის ფონზე წვიმა“ - სანამ უქმეებს დაგეგმავთ, ამინდის პროგნოზი ნახეთ
1753476520
31 აგვისტოს რაც შეეხება, ეს არის კონკრეტული პირების ერთგვარი თვითშემოქმედების ნაყოფი. არავითარი შესაბამისი სამართლებრივი, პროცედურული წინაპირობები არ არსებობს, რომ 31 აგვისტოს დაუკავშირდეს რაღაცის გადაწყვეტა ან არ გადაწყვეტა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, შეიძლება იკითხებოდეს სურვილი, რომ პოლიტიკური შანტაჟის პირობებში, ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულაციით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევის „მორიგი ინტერვენცია მზადდება“. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამის მაგალითი საპარლამენტო არჩევნებზეც მოხდა, როდესაც გარკვეული დიპლომატები ფაქტობრივად პირდაპირ მონაწილეობდნენ კამპანიაში.
„სავარაუდოდ ევროპელი ბიუროკრატები და მათ უკან მდგარი ჩრდილოვანი გლობალური ძალები, შესაბამისი მტრული განზრახვების ფონზე, ისევ ემზადებიან იმისთვის, რომ დახმარების ხელი გაუწოდონ ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას და სწორედ ამიტომ დაიწყო ახლა საუბარი იმაზე, თითქოსდა ზაფხულის ბოლოს შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებით.
მაგრამ აქაც ვხედავთ, რომ არ არის ერთსულოვნება ევროკავშირში. საბედნიეროდ არიან კონკრეტული სახელმწიფოები, რომლებიც პირდაპირ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ამ ფორმით პირდაპირ ანგარიშსწორება საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, ჩვენს ხელისუფლებასთან, იქნება მორიგი აბსურდი, რაც შეიძლება ევროპული ბიუროკრატიის ხელით განხორციელდეს. ამის გათვალისწინებით, გვმართებს ყურადღება, რომ დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას. სუფთა პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ბრიუსელმა ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. ეს მართლაც არის მათ ხელში ბოლო „კოზირი“ და თუ ამ ვა-ბანკზე წავლენ, ეს იქნება პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რომ მორიგ რევოლუციის მცდელობასთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მათაც ძალიან კარგად უნდა გაიგონ, რომ ასეთი გეგმა მორიგ ფიასკოს განიცდის, ისევე როგორც წინა შემთხვევებში“, - აცხადებს ჭეიშვილი.