თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან

თორნიკე ჭეიშვილი

 დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ერთგული იმ პრინციპებისა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ეუთოს საქმიანობას, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს.

„ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ეუთოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. როგორც ცნობილია, გენმდივანი ოპოზიციას არ შეხვედრია.