1696234801
ლიზა დავაძე საქართველოს სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონი გახდა

მარნეულელი ძიუდოისტი ლიზა დავაძე საქართველოს სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია.
თბილისში გაიმართა საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირი ძიუდოში, სადაც წარმატებით იასპარეზა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონამ, ლიზა დავაძემ ( პირადი მწვრთნელი- სანდრო იაკობაშვილი) და 63 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ლიზა დავაძე არის ერთ-ერთი პერსპექტიული და სტაბილური სპორტსმენი. მისი წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ადასტურებს მარნეულის ახალგაზრდობის პოტენციალს სპორტის განვითარების კუთხით.