თინა ბოკუჩავა: ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ, მეოთხე წელია, პუტინის ტყვეა და პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა უნდა, დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭამით ეს არ მიიღწევა

თინა ბოკუჩავა

ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ. მეოთხე წელია, პუტინის ტყვეა და პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა უნდა, დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭამით ეს არ მიიღწევა, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებასა და სიცოცხლეს სწირავს ქვეყნის პუტინისგან გათავისუფლებას.

„ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ. მეოთხე წელია, პუტინის ტყვეა და ერთადერთი რამ უნდა – პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა, ამას სწირავს თავისუფლებას და სიცოცხლეს. დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭამით ეს არ მიიღწევა. წერტილი“, – წერს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სინამდვილეში ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში, ამას ემსახურება ეს კლოუნადა“. ამასთან, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.