1759781795
თენგიზ შარმანაშვილი: „ლელო“ არჩევნების წინ ხალხში კი არ გავიდა, ბრიუსელსა და ბერლინში გაიქცა, კარგად იციან, რომ ასეთი სიყალბით მხარდაჭერას ვერც მომავალში მოიპოვებენ

„ლელო“ არჩევნების წინ ხალხში კი არ გავიდა, ბრიუსელსა და ბერლინში გაიქცა, კარგად იციან, რომ ასეთი სიყალბით მხარდაჭერას ვერც მომავალში მოიპოვებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრავა, თბილისში ყოფნის ნაცვლად, ბრიუსელში ჩადიოდა.
„ლელოს “მხრიდან ადგილი აქვს მორიგ სიყალბეს. არჩევნების წინ ხალხში კი არ გავიდნენ, ბრიუსელსა და ბერლინში გაიქცნენ. დედაქალაქის მერობის კანდიდატი თბილისში არ იმყოფებოდა, ბრიუსელში დარბოდა. რისი საშტაბო მუშაობის დამწყებია „ლელო“? როგორც მოიქცნენ, ისე გააგრძელებენ. ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს და ეს ყველანაირად გამოჩნდა. კარგად იციან, რომ ასეთი სიყალბით მხარდაჭერას ვერც მომავალში მოიპოვებენ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.