თბილისში „გირჩის“ მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება

იაგო ხვიჩია

„გირჩმა“ თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება.

თბილისის მერობის კანდიდატი ჰერმან საბომ წარადგინა. მისი თქმით, იაგო ხვიჩია კანდიდატად პრაიმერიზით შეირჩა.

გარადა ამისა, ჰერმან საბომ თბილისის საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატიც დაასახელა – დათო ფანჯაკიძე; გიორგი გვენეტაძე; ეკა ონიანი.

თავის მხრივ, იაგო ხვიჩიამ ვიცე-მერობის კანდიდატად ალექსანდრე რაქვიაშვილი წარადგინა.

შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატები უკვე დაასახელეს „ქართულმა ოცნებამ“ – კახა კალაძე, „ლელომ“ და „გახარია საქართველოსთვის“ – ირაკლი კუპრაძე.