1761825060
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულო დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს დღეს უყრის
 
                                                                თბილისის მერვე მოწვევის საკრებულო დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს დღეს უყრის. კახა კალაძე საკუთარი გუნდის ახალ შემადგენლობას თბილისის საკრებულოში წარადგენს. ამასთანავე, სხდომის ფარგლებში განიხილავენ ახალ ხედვას, პრიორიტეტულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
„საკრებულოს პირველი სხდომა უკვე შედგა. თბილისის მერი მთავრობის დასამტკიცებლად გვესტუმრება. წარმოდგენილი იქნებიან შესაბამისი კანდიდატები სამსახურების ხელმძღვანელებად, მერი, მერის მოადგილეები და კენჭს უყრის საკრებულო იმას, რომ ამ გუნდმა განაგრძოს ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობის პროცესი“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ბექა დავითულიანმა.
 
                                                     
                                                     
                                                    










