მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდი იცვლება
1754659025
თბილისის მერობის კანდიდატად ფეხბურთელის განხილვა თუ შეიძლება, რატომ არ შეიძლება, მომღერალი განიხილო, – ამის შესახებ პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია-საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომლის მიმღებლობა თბილისელებში იქნება მაღალი.
„გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს ბევრი კანდიდატის დატესტვა. გამიკვირდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული არხების ჟრიამული მერაბ სეფაშვილის კანდიდატურის დატესტვასთან დაკავშირებით. ძალიან უცნაურია, თუ შესაძლებელია, რომ თბილისის მერობის კანდიდატად განიხილო ფეხბურთელი, რატომ არ შეიძლება, იყოს განხილული მომღერალი. ბევრი კანდიდატი განიხილება, როგორც პარტიული წარმომადგენლობებიდან – ჩვენი პარტიიდან, „ლელოდან“, ასევე სხვადასხვა ტიპის დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელსაც აქვთ თბილისელების მხარდაჭერა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვძებნოთ ისეთი ადამიანი, რომლის მიმღებლობა იქნება მაღალი თბილისელებში და რომელიც შეძლებს, კორუფციონერი კახა კალაძე დაამარცხოს. ბოლო ეტაპზე ვართ, რამდენიმე კანდიდატს შორის მიდის შეჯერება“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ მერობის ერთ-ერთ კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.