"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"2024 წელს უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე), რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თანამდევი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხებოდა და პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებდა.
ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული მექანიზმებისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გასათავისუფლებლად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებთან", - აცხადებენ სუს-ში.