ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქმენეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ კავშირებზე და აღნიშნა, რომ სამართალდაცვით სფეროში მხარეთა შორის ჩამოყალიბებულია ინტენსიური და ეფექტიანი თანამშრომლობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებასა და განმტკიცებას.
დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მხარეთა მზაობას, აქტიურად გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და ორმხრივი მეგობრული კავშირების გაღრმავების მიზნით.