ფილერის ინექციის შემდეგ Estee Lauder-ის აღმასრულებელი მენეჯერი გარდაიცვალა

ფილერის

Estée Lauder-ის აღმასრულებელი მენეჯერი, კენდალ აშერი გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი იყო მწვავე სუნთქვის უკმარისობა, რომელიც განვითარდა კოსმეტიკური ფილერის ინექციების შემდეგ წარმოქმნილი ფილტვის ემბოლიის შედეგად.

ინფორმაცია თავდაპირველად New York Post-მა გაავრცელა. 

56 წლის კენდალ აშერი Estée Lauder-ში ფუფუნების ბრენდების პორტფელის უფროსი ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. ის ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ისეთი ცნობილი ბრენდების სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობდა, როგორებიცაა La Mer, Tom Ford Beauty, Jo Malone London, Kilian Paris, Balmain Beauty და Frédéric Malle.

კომპანიაში 25-წლიანი საქმიანობის განმავლობაში მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო La Mer-ის ლიდერ ბრენდად ჩამოყალიბება ფუფუნების კანის მოვლის სეგმენტში.