ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება პოსტები და ვიდეოები, რომლებიც შეიცავს ცალკეული სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების მიმართ მძიმე საჯარო შეფასებებსა და ბრალდებებს.
ჩაჩავას კლინიკა ემიჯნება ნებისმიერი ექიმის, სამედიცინო პერსონალისა თუ სამედიცინო დაწესებულების საჯარო დისკრედიტაციას ფაქტებისა და კონკრეტული სამედიცინო შემთხვევების სრულყოფილი შესწავლის გარეშე, - ამის შესახებ ჩაჩავას კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული.
„თითოეული პაციენტის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყველა ჩვენგანისთვის უმთავრესი ღირებულებაა. ამასთან, თითოეული პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, შეფასებასა და მართვას. სწორედ ამიტომ, სამედიცინო გადაწყვეტილებები და მათი შედეგები ხშირად ვერ ფასდება ფრაგმენტული ინფორმაციის, ცალკეული მოსაზრებებისა თუ საჯაროდ გავრცელებული შეფასებების საფუძველზე.
სამედიცინო შემთხვევების შეფასება მოითხოვს შესაბამის ცოდნას, ფაქტების დეტალურ ანალიზსა და პროფესიულ განხილვას. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია კატეგორიული დასკვნების გამოტანა და მძიმე ბრალდებების გაჟღერება სათანადო ინფორმაციისა და კომპეტენციის გარეშე.
გართულება ყოველთვის არ ნიშნავს სამედიცინო შეცდომის არსებობას, ისევე როგორც წარმატებული შედეგი ყოველთვის არ წარმოადგენს სამედიცინო დახმარების ხარისხის ერთადერთ საზომს.
გვჯერა, რომ ჯანდაცვის სფეროში პროფესიული ეთიკა, ურთიერთპატივისცემა და პასუხისმგებლობიანი კომუნიკაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
ამასთან, გულწრფელ მადლობას გიხდით ჩაჩავას კლინიკისადმი განსაკუთრებული ნდობისთვის, სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი ნდობა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ადამიანზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება შემოგთავაზოთ.
მადლობა, რომ გვირჩევთ და გვანდობთ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს“, - ნათქვამია ჩაჩავას კლინიკის განცხადებაში.