1747757404
„სხვას ვერ მოვუწოდებთ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - გედევან ფოფხაძე

„აბსოლუტურად შესაძლებელია ყველაფრის დაორგანიზება, იმ დღეს, 26 მაისს და არ არის გადასადები. თუ ვატყობთ, რომ 26 მაისს, ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გეშინია ან მიგაჩნია, რომ ეს მსხვერპლი არ ღირს ამ ეტაპზე...
სხვას ვერ მოვუწოდებთ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გადაცემა „სპექტრში“ განაცხადა.
„მე არავის არ ვესვრი, მაგრამ სხვის ნასროლ ტყვიას არ დავემალები. ამას ვუცხადებ თეა წულუკიანსაც, ბიძინა ივანიშვილსაც და ყველა იმ ადამიას, რომელმაც გადაწყვიტა, ჩვენ წაგვართვას სამშობლო და მომავალი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.