სიის საზოგადოებრივი ფორმირება მოვახდინოთ იმ ადამიანებისგან, ვისაც პრაიმერის ან სხვა პრინციპით აირჩევს თბილისი, შემდეგ ამ სიამ იბრძოლოს თვითმმართველობის არჩევნებზე - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

ვინ დათანხმდება "ლელოს" შეთავაზებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო სიის და ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე - ოპოზიციაში ხაზარაძის ახალი ინიციატივა მორიგი დაპირისპირების მიზეზია.

"ნაციონალური მოძრაობა" "ძლიერ საქართველოს" საერთო ოპოზიციური მიზნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში ადანაშაულებს. მოცემულ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ "კოალიცია ცვლილების" წევრებიც. ერთადერთი, ვისთვისაც ხაზარაძის შეთავაზება მისაღებია, გიორგი გახარიას გუნდია.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სიის ფორმირება შესაძლოა მოხდეს პრაიმერისის ან რამე მსგავსი მეთოდით, რომელსაც თბილისი აირჩევს.

"ღია სივრცეში დისკუსია გართულდა, ამიტომ, ღია სივრცეშივე სამსჯელოდ შემოვიტანეთ ვერსია, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს ბრძოლის ველი. ამ პლატფორმას დავუთმობთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და რესურსებს სამოქალაქო სექტორს, ჩვენს საზოგადოებას. სიის საზოგადოებრივი ფორმირება მოვახდინოთ იმ ადამიანებისგან, ვისაც პრაიმერის ან სხვა პრინციპით აირჩევს თბილისი, შემდეგ, ამ სიამ იბრძოლოს თვითმმართველობის არჩევნებზე.ვიმსჯელოთ და მივიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე, კონსესუსურ გადაწყვეტილებამდე", - განაცხადა თაზო დათუაშვილმა.