სიახლე არაფერია, ოპოზიციის ნაწილი სასამართლოს და კანონს არ აღიარებს, ეს მათი ბუნებრივი - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

სიახლე არაფერია, იგივე ნიკა მელია სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოსაწყობად ყოველთვის გამოიყენებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მელიას მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის, როცა გირაოს არ იხდის, სასამართლოს და კანონს არ აღიარებს, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.

„მათ იმედი აქვთ, რომ მათ ნაცვლად უცხოეთი გადაიხდის და უცხოელებისთვის მათი პროვოკაცია გარკვეული წრეებისთვის სპეკულაციის საკითხი გახდება. ეს ის პოლიტიკური ძალა და ხალხია, ვინც სისტემურად ებრძვის კანონს და სახელმწიფოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.