ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
1766075033
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ასევე, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტები, განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამყოფი ხაზებით დაშორებული საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.