იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ისე, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ, ამ ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე. ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და საზოგადოების მშვიდობიანი განვითარება. რამდენიმე ასეულ რადიკალს არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი 3 მილიონ ნახევარი მოსახლეობა გაწიროს ქაოსისთვის და 90-იანი წლებისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც დაინტერესდა მიეცემათ თუ არა კვლავ შესაძლებლობა ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერს პერმანენტულად გადაკეტოს რუსთაველის გამზირი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ნამდვილად არის პრობლემა და მის გადაჭრაზე სახელმწიფო იზრუნებს.
„რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, როდესაც სახელმწიფოს დამამხობლები ბედავენ კიდევ, რომ დისკომფორტი შეუქმნან დედაქალაქის მოქალაქეებს. სახელმწიფო ზრუნავს და მეთოდურად უდგება ამ საკითხს, რომ რამდენიმე რადიკალმა და ქვეყნის დამამხობელმა დისკომფორტი არ შეუქმნას დედაქალაქის მოქალაქეებს. 4 ოქტომბერი იყო იმ პროცესის კულმინაცია, რომელსაც ჩვენ რამდენიმე თვეა ვაკვირდებოდით და 4 ოქტომბრის შემდეგ ეს არის გაგრძელება 4 ოქტომბრისა. სახელმწიფო გადატრიალება იყო კულმინაცია ამ რამდენიმე თვიანი პროცესისა. ეს არის გარკვეული კომვულსიები სახელმწიფო გადამტრიალებლების არ შემდგარი გადატრიალების შემდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.