დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
თქვენ ფიქრობთ, რომ მილიონნახევრიანი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა არის ჩამოქვეითება?! მთელი ესტონეთია მილიონ სამასი ათასი და ვაჟა სირაძე არის მილიონნახევრიანი, ესტონეთზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქის პოლიციის უფროსი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძის დანიშვნის შესახებ.
„ჩვენ გვყავს ახალი შს მინისტრი, არის თუ არა ამაში ლოგიკა, რომ როდესაც ახალი მინისტრია, საკადრო გადაწყვეტილებებსაც იღებს, ნახეთ მთელი წყება ცვლილებებისა, თუ არ ვცდები 10-ზე მეტი თანამდებობის პირია რომელსაც შეეხო და სადაც ჩანს, რომ როტაციის პრინციპი, ახალი მინისტრი დამოკიდებულება ვის სად ხედავს, რომ გააძლიეროს. მინისტრები ამისთვის არსებობენ, რომ მათი გადასაწყვეტია მათ შორის ასეთი საკითხები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე დაინიშნა.