GWP აბონენტებს წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილბს
1779467922
უნდათ, რომ შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ ოპოზიციამ დამხობაზე უნდა იფიქროს, სააკაშვილის განცხადებაზე, რომ 26 მაისს აქციის შემდეგ ხალხი აღარ უნდა დაიშალოს და ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელიც მოუწოდებს ოპოზიციას ერთი დროშის ქვეშ გაერთიანდეს.
„ამას [ხელისუფლების დამხობის მცდელობებს] ვუყურებთ უკვე 14 წელია. არ გვასვენებენ გარედან. სააკაშვილია ამის კარგი მაგალითი. არ გვასვენებენ და უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნება. მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში. მოისმინეთ ბატონი პეტერის განცხადება, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის გზას ასცდაო. შეგახსენებთ, ეს ის გზაა, სადაც დღეს ეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში წევრობა უნდა უკრაინას, ამისთვის საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების დათმობა. გესმით, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრების ყველაზე ოპტიმალური გზა არის მოლდოვის, როგორც სახელმწიფოს გაუქმება და მისი სხვა სახელმწიფოს ერთ-ერთ რეგიონად ქცევა. ამისკენ გვიბიძგებდნენ სინამდვილეში. ეს უნდათ, რომ შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე. მივიღოთ ის კანონები, რასაც გვეტყვიან არა სტანდარტების გამო, არამედ პოლიტიკური გემოვნების გამო და მთელი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რაც გვქონია, დავასრულოთ ასე სახელოვნად. ეს არის სწორედ, რისკენაც გვიბიძგებენ - არასახელოვანი წევრობა გვქონდეს ევროკავშირში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.