„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
თბილისის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ რა გეგმები აქვს კახა კალაძეს მომავალი 4 წლის განმავლობაში. გარემოს დაცვა და შესაბამისი პირობების შექმნა თანამოქალაქეებისთვის, ეს არის რაც წლების განმავლობაში კახა კალაძის მხრიდან კეთდებოდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ღონისძიების დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, თბილისი დღეს შეუდარებელია და ამის უარყოფა არავის შეუძლია.
„დღეს თბილისი შეუდარებელი არის, მისი მდგომარეობა, რაც წლების წინ იყო. ამას მტერი თუ მოყვარე ყველა ხედავს. მათ შორის ვაკვირდებით ჩვენი ოპონენტები ზუსტად კახა კალაძის ხელმძღვანელობით აღდგენილ პარკებში, როგორ დასეირნობენ და ხვდებიან მოქალაქეებს. ესეც აჩვენებს თუ რა წარმატებაა ამ მხრივ.
დღეს იყო საუბარი თუ როგორ მოხდება მომავალი წლების განმავლობაში მწვანე გარემოს და ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.