შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უახლოეს მომავალში მივმართავთ, მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოვითხოვოთ

შალვა პაპუაშვილი

„ნაცმოძრაობის“ მფარველების მხრიდან დიდ ისტერიას ვხედავდით, თუმცა 4 ოქტომბერმა მტკიცებულებების ზღვა მოგვცა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის შეუმდგარი  გადატრიალება კიდევ ერთ-ერთ მტკიცებულებად დაემატა, რომ „ნაცმოძრაობა“ ექსტრემისტული პარტიაა, რომელიც ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ქართულ დემოკრატიას და ქართულ სახელმწიფოს ძირს უთხრის.

„რა თქმა უნდა, 4 ოქტომბრის შეუმდგარ გადატრიალებას ვუყურებთ არა მხოლოდ მართლწესრიგის აღდგენის კუთხით, არამედ ჩვენი პროცესის ყველა დეტალს უყურებდნენ, რადგან კიდევ ერთ-ერთ მტკიცებულებად დაემატა, რომ „ნაცმოძრაობა“ ექსტრემისტული პარტიაა, რომელიც ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ქართულ დემოკრატიას და ქართულ სახელმწიფოს ძირს უთხრის. უცხოელები მიხვდნენ, რომ კიდევ ერთი მტკიცებულება შეიქმნა. მიხვდნენ, რომ ამ ყველაფერში თავადაც გაიშარნენ, რომლის თანამონაწილეები არიან სახელმწიფო გადატრიალების და ახლა სდუმან, რომ „ნაცმოძრაობას“ რაღაცნაირად ხელი დააფარონ, მაგრამ მტკიცებულებები კიდევ უფრო გაბევრდა 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უახლოეს მომავალში მივმართავთ და მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი ბრენდის ქვეშ მყოფ ჯგუფებზე არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოვითხოვოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.