მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას - უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას, თავის ამომრჩეველს და არიან ჯგუფი, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთში, ქართველ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს უყურებს, როგორც კინოს და თავს თვლის ამ კინოს მონაწილედ.
„ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, ყველაფერს უყურებენ, როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად. ეს არის გარკვეული სახის აშლილობა, რომელიც მათ სჭირთ. ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან რეალობას. ამდენი წელია ვერ მიხვდნენ, რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებენ.
ოპოზიცია ახლა მორიგ სერიას უყურებს და ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც საპარლამენტო არჩევნების გზით ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინა სერიაში ვენესუელაში მოხდა გარე ჩარევით პრეზიდენტის გაყვანა ქვეყნის მიღმა და მაშინ იმ სცენარის მომხრეები იყვნენ. მათ საკუთარი დღის წესრიგი, პოლიტიკა, აზრი არ გააჩნიათ, ისინი არიან სხვაზე დამოკიდებული და სხვას აყოლილი ჯგუფი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა