რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი

ახალმთვარეობა

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი, სოციალურ ქსელში, 17 აპრილის ახალმთვარეობის შესახებ წერს და გვიზიარებს თუ რას მოუტანს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს. 

„17 აპრილს წლის ყველაზე აქტიური და ცეცხლოვანი ახალმთვარეობაა ვერძის ზოდიაქოში, სადაც მზისა და მთვარის გარდა კიდევ 5 პლანეტა იყრის თავს. ეს არის ძალიან ძლიერი, კონცენტრირებული იმპულსი, რომელიც გვაიძულებს დავიწყოთ, გავბედოთ და გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელსაც დიდი ხანია ვგეგმავთ.
ამ დღეზე დეტალურად უკვე დავწერ. ახლა გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასცენდენტის მიხედვით. ანუ ამ ანალიზს ვკითხულობთ ჩვენი ასცენდენტის ნიშნის შესაბამისად. როგორ გავიგოთ სად გვყავს ასცენდენტი? ვაგებთ რუკას, რისთვისაც დაბადების დროის ცოდნაა საჭიროა და ვუყურებთ, რა ზოდიაქო ხვდება პირველ სახლში. შესაბამისად, ამ ნიშანში გვაქვს ასცენდენტი.

ეს მიმოხილვა საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და დაახლოებით გვეუბნება, რომელ სფეროზე იმოქმედებს ეს კონკრეტული ახალმთვარეობა ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა ამ სურათს მნიშვნელოვნად ცვლის ის, თუ რა ასპექტს აკეთებს ეს ტრანზიტი ჩვენს ნატალურ პლანეტებთან და ა.შ.

ვერძი

საუკეთესო დროა საკუთარი „მე“-ს წარმოჩენისთვის. თქვენ ყურადღების ცენტრში ექცევით, ეს ენერგია პირდაპირ თქვენში კონცენტრირდება. პირველ სახლში 7 პლანეტის შეკრება ნიშნავს, რომ იწყება სრულიად ახალი ეტაპი — იდენტობის თვითგამოხატვის მიმართულებით. ეს არის დრო, როცა თავად ხართ ცვლილების ინიციატორი.

კურო

მეთორმეტე სახლში ასეთი კონცენტრაცია იძლევა შინაგან დონეზე „გადატვირთვას“. პროცესები განვითარდება ღრმა ფსიქოლოგიურ და ქვეცნობიერ დონეზე. ეს არ არის გარეგნულად აქტიური პერიოდი, მაგრამ შინაგანადთ მიმდინარეობს ძლიერი პროცესები. შესაძლოა ძველი ციკლების დასრულება, ქვეცნობიერი ბლოკების გაცნობიერება და მომზადება ახალი ეტაპისთვის.

ტყუპები

მეთერთმეტე სახლში ეს არის მიზნების და მომავლის გადაწერის მომენტი. შეიძლება სრულიად ახალი ხედვა გაგიჩნდეთ — რა საზოგადოებრივ წრეებში გინდათ ყოფნა, რა მიმართულებით გინდათ განვითარება. ეს არის სოციალური ველის გააქტიურება, ახალი ჯგუფების, რომლებთანაც იდეოლოგიური კავშირი გაქვთ.

კირჩხიბი

მეათე სახლში 7 პლანეტა ნიშნავს, რომ კარიერული მიმართულებით არის ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს ახალი პასუხისმგებლობები, ან ახალი პროფესიული გზა - გახდეთ უფრო ხილული საზოგადოებისთვის.

ლომი

მეცხრე სახლში ეს არის ცნობიერების გაფართოება, მაგრამ არა თეორიულად — პრაქტიკაში. შეიძლება დაიწყოთ სწავლა, იმოგზაუროთ, გაეცნოთ ახალ კულტურებს. შესაძლოა ეს იყოს ხედვის რადიკალური ცვლილება.

ქალწული

მერვე სახლში ეს არის ღრმა ტრანსფორმაცია. აქ ზედაპირული არაფერი ხდება. ფინანსურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ დონეებზე იწყება ცვლილება, რომელიც შიგნიდან გარდაგქმნით. შესაძლოა ძველი დამოკიდებულებები დასრულდეს.

სასწორი

მეშვიდე სახლში მთავარი თემა პარტნიორული ურთიერთობებია — პირადი თუ საქმიანი. შესაძლოა საფუძველი ჩაეყაროს ახალ პარტნიორულ კავშირებს, მიიღოთ ახალი საქმიანი შემოთავაზება, ახალი პასუხისმგებლობებით. მაგრამ ვერძის ენერგია აქ გთხოვთ — არ დაიკარგოთ სხვაში, შეინარჩუნეთ საკუთარი პოზიცია.

მორიელი

მეექვსე სახლში ეს არის ყოველდღიურობის გადალაგება. სამუშაო, რეჟიმი, ჯანმრთელობა — ყველაფერი ითხოვს ახალ სტრუქტურას. შეიძლება ეს იყოს ახალი სამსახურიც.

მშვილდოსანი

მეხუთე სახლში ეს არის ძლიერი შემოქმედებითი და ემოციური მუხტი. შესაძლოა ახალი სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი. სიყვარული, შემოქმედებითი თვითგამოხატვა, სიამოვნება — ყველაფერი აქტიურდება. შეიძლება დაიწყოთ რაღაც, რაც გიყვართ, რაც გულიდან მოდის და თქვენთვის ძალიან ცოცხალია.

თხის რქა

მეოთხე სახლში ეს არის ფუნდამენტის ცვლილება. სახლი, ოჯახი, შინაგანი უსაფრთხოება — აქ იწყება ახალი ეტაპი. შეიძლება შეიცვალოს თქვენი საფუძველი, რაზეც დგახართ. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ახალ საცხოვრებელთან ან უძრავი ქონების შეძენასთან.

მერწყული

მესამე სახლში ეს არის აზროვნებისა და კომუნიკაციის გააქტიურება. ახალი იდეები, საუბრები, პროექტები — თქვენ იწყებთ მოძრაობას. ეს არის გონებრივი სტარტი.

თევზები

მეორე სახლში ეს ეხება ფასეულობებს და ფინანსებს. შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს ახალ შემოსავლის წყაროს ან სრულიად სხვანაირად შეხედოთ საკუთარ ღირებულებას. აქ იწყება მატერიალური რეალობის ახალი ეტაპი.

ახალმთვარეობამდე მნიშვნელოვანია შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, რა გვაქვს გასაშვები, რათა სივრცე ახალს დავუთმოთ. ამიტომ ეს დღეები იდეალურია როგორც ფიზიკური, ისე შინაგანი სივრცის გასუფთავებისთვის — ნივთების, ფიქრების, ეჭვების და დამოკიდებულებების, რომლებიც ხელს გვიშლის სიახლისკენ სვლაში.
წარმატებებს გისურვებთ!“, – წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში.