მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის არმიის ფელდმარშალ ასიმ მუნირსა და მის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში არაღჩიმ მადლობა გადაუხადა პაკისტანს აშშ-თან მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის, რაც, მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობის სიღრმესა და სიმტკიცეს ასახავს.
„ჩვენი ვალდებულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ ურყევია და ეს ვალდებულება ჩვენ შორის საერთოა“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანის მთავარი მომლაპარაკებელი, არმიის ფელდმარშალი ასიმ მუნირი თეირანში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილით ჩავიდა.
გასული კვირის ბოლოს აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში მაღალი დონის შეხვედრებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გავრცელებული ცნობით, ირანი პაკისტანის მეშვეობით აშშ-თან შეტყობინებების გაცვლას აგრძელებს.