შალვა პაპუაშვილი: ხატია წილოსანი გამორჩეული პროფესიონალია, ვფიქრობ, რომ ამ ადგილზე - ევროსაბჭოში ელჩად, ის არის განსაკუთრებულად კარგი კანდიდატურა

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხატია წილოსანს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა.

„მინდა ასევე ხატია წილოსანს მიულოცო ევროსაბჭოში ელჩად დანიშვნა. ჩვენი კოლეგა გამორჩეული პროფესიონალია და ვფიქრობ, რომ ამ ადგილზე - ევროსაბჭოში ელჩად ის არის განსაკუთრებულად კარგი კანდიდატურა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავრობამ პრეზიდენტს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანი წარუდგინა.