შალვა პაპუაშვილი: გადამდგარი ელჩის ინტერვიუ ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენ შორის ვადამდე ვინ გადადგა, ყველა ხედავს

 შალვა პაპუაშვილი

"გადამდგარი ელჩის ინტერვიუ ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენ შორის ვადამდე ვინ გადადგა, ყველა ხედავს, ასე რომ, ყველაფერი გასაგებია თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული "რადიო თავისუფლება" ავრცელებს გადამდგარი ელჩის ინტერვიუს. არც ერთი, არც მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "რადიო თავისუფლება" თავად ტრამპის მიერ არის მხილებული, როგორც პროპაგანდისტული მედია, აქვს დაფინანსება შეწყვეტილი და ტრამპის სურვილია, საერთოდ დაიხუროს "რადიო თავისუფლება", როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი.

"შეგახსენებთ, რომ თავის დროზე "რადიო თავისუფლება" შექმნა ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა, სააგენტომ და მისი ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებოდა თავიდან. შემდეგ გარკვეული სხვა სქემები დალაგდა, თუმცა ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია და მათი მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ახლა ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ჩვენ ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი ცნობილია, ასე რომ, როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია. ჩვენი ინტერესის სფერო არ არის, რომ გადამდგარი ელჩის ინტერვიუზე რაიმე კომენტარი ვაკეთო. გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენ შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს, ასე რომ, ყველაფერი გასაგებია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.