„ქმარს ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ კი მანქანით გადაურა..." - საქმე, რომლის გახსნას წლები დასჭირდა

ლინდა

ლინდა სტერმერი და ტოდი   13 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. ისინი პირველად 1989 წელს შეხვდნენ, მაშინ როცა ორივე მათგანი 25 წლის იყო. ტედიმ და ლინდამ 1993 წელს იქორწინეს. წყვილს 2 საერთო შვილი - ტრევორი და ტრენტონი ჰყავს. 

ლინდა ტვირთების გადამზიდ კომპანიაში მუშაობდა. ტოდს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და სანადირო აღჭურვილობას ყიდდა. ლინდას და ტოდის ურთიერთობა შორიდან იდეალურად გამოიყურებოდა. თუმცა, რეალობა სულ სხვანაირი იყო. ლინდა მეუღლეს ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლთან ღალატობდა.  ერთ საღამოს ცოლ-ქმარს ფულის გამო კამათი მოუვიდა, რაც ძალიან ცუდად დასრულდა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც გამოძიებამ დაადგინა, გაბრაზებულმა ლინდამ მეუღლეს თავის არეში ბლაგვი საგნით (სავარაუდოდ ტაფით) დაზიანებები მიაყენა. შემდეგ მას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ლინდამ არც ეს იკმარა და მეუღლეს ფურგონით ზედ გადაუარა. 

გამომძიებლების თქმით, ლინდას ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. როგორც გამოძიების შემდეგ გაირკვა, წინა დღით ქალმა ბენზინგასამართ სადგურში ბენზინი შეიძინა.

ლინდა დანაშაულს დიდი ხნის მანძილზე უარყოფდა.  2 წლიანი გამოძიების შემდეგ 2009 წლის ივნისში ლინდას განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს და დააპატიმრეს. თუმცა, ცრუ ჩვენებების გამო,  დანაშაულის დამტკიცებას წლები დასჭირდა. ლინდა 60 წლის იყო, როდესაც სასამართლო მეუღლის მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნო.