საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 439.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 21.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5 692.9 მლნ. აშშ დოლარს – კლებამ 4.9 პროცენტი შეადგინა. ხოლო საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარაპრილში 3 253.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 095.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 965.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 933.3 მლნ. აშშ დოლარით.