საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

jj

 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს, აბდელ ფათაჰ ელ-სისის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ნიკოლოზ აფხაზავამ ეგვიპტის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის კეთილი სურვილები გადასცა. მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.