36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 8 ქვეყნის: თურქეთის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, გვინეის რესპუბლიკის, გამბიის რესპუბლიკის, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკისა და პარაგვაის რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიიღეს.