საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

9 მაისი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„გილოცავთ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგე.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდი“, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილი.