საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აშშ-სა და უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა.

მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად აშშ-ში თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი, ხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.