საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უნგრეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ლაშხი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში იმართება,

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით უნგრეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა  ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობები, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს.

„საქართველოსთვის უნგრეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში“,- აღნიშნა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.