საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სლოვენიის წარმომადგენლებს შეხვდა

სლოვაკეთში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა სლოვენიის საპარლამენტო დელეგაციასთან. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, რუსული ოკუპაცია, საქართველოს ურთიერთობები მეზობლებთან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლს საპარლამენტო დიპლომატიის და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაში.

სლოვენიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს შემოდგომაზე დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაზე, რომელიც სლოვენიის ქალაქ ლუბლიანაში გაიმართება.

შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.