საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს სამხედრო სწავლებას, „ტროას ნაკვალევს“, რომლის მიზანია პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ნატო-სთან თავსებადობის განმტკიცება -აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს „ტროას ნაკვალევს“, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობით ევროპაში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ამ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ნატო-სთან თავსებადობის განმტკიცება და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად ერთობლივი მზადყოფნის გაუმჯობესებაა.

„2026 წლის სწავლებაში მონაწილეობს დაახლოებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 2 000 სამხედრო მოსამსახურე“, – წერს აშშ-ის საელჩო.