სალომე ზურაბიშვილი რაღაც თამაშშია ჩართული, უფრო საბავშვო ბაღის პრინციპით მოქმედებს, ქალაქობანას, სახლობანას, ოჯახობანას და ახლა უკვე აღლუმობანას თამაშობს - დავით მათიკაშვილი

 დავით მათიკაშვილი

სალომე ზურაბიშვილი რაღაც თამაშშია ჩართული, უფრო საბავშვო ბაღის პრინციპით მოქმედებს, ქალაქობანას, სახლობანას, ოჯახობანას და ახლა უკვე აღლუმობანას თამაშობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ზურაბიშვილს სანამდეც ეყოფა ფანტაზია, შეუძლია, მიჰყვეს, მაგრამ ქართველი ხალხი სად იდგება და როგორ აღნიშნავს, საზოგადოებამ კარგად იცის.

„მცდელობაა, სიმბოლოების მნიშვნელობა გააუბრალოოს. ეს იმ ძალის ხელმწერაა, რომელსაც საქართველოში მშვიდობა და პროგრესი არ სურს. სამწუხაროდ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამ ძალების რიგითი წარმომადგენელია, რომელიც ხელფასს იმ ინსტიტუტისგან იღებს, ვისაც ამერიკის პრეზიდენტი მოძალადე ჰგონია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.