სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1762250643
                                                                სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, მმართველი პარტიის სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" სისტემური დანაშაულის ჩადენაში სტრასბურგის სასამართლომაც დაადანაშაულა. ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა - ეს იმ დანაშაულთა მცირე ჩამონათვალია, რაშიც ბრალს სდებენ გაუქმების ზღვარს მისულ ოპოზიციურ პარტიებს. სარჩელის განსახილველად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს.
"ამათ გაცხადებებს კონკრეტული ქმედება მოჰყვა და, ფაქტობრივად, 4 ოქტომბერს დავინახეთ, რომ მართვის სადავეები "ნაცმოძრაობის" ხელშია. სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვეს "ქართულ ოცნებას", უშველებელი პრობლემებით და სისტემური დანაშაულის ვერდიქტი მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოდან, - ძალიან სამწუხაროა. რა წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ჩვენზე მსოფლიოს, რა ხდებოდა და ხდება დღეს საქართველოში?! ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პირდაპირ პასუხობს კანონს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი.
"ქართული ოცნების" წევრის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, ეს პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში ცდილობენ, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაიტანონ პოლიტიკური პროცესი.
"პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაიტანონ პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით, რომ აღარ მივცეთ საქმიანობის საშუალება. სწორედ ამას გულისხმობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია. არ შეიძლება, ერთი ხელით ყოველი არჩევნების შემდეგ წვავდე პარლამენტს და, ამავდროულად, გქონდეს უფლება, რომ იყო კონსტიტუციური პროცესის ნაწილი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, თორნიკე ფაღავა.