მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხს. ეს არცაა გასაკვირი, ნაცრეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს, დედამისს და ჩეკისტ ბიძამისს არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყანა და მისი საზოგადოება - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, რევანშისტების სექტა მზადაა ომი გამოუცხადოს ქართველ ხალხს, რათა დაიხსნას ბოროტი კლოუნი სააკაშვილი და სცადოს ამ გზით ხელისუფლებაში მობრუნება. „სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხს. ეს არცაა გასაკვირი, ნაცრეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს, დედამისს და ჩეკისტ ბიძამისს არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყანა და მისი საზოგადოება.
რევანშისტების სექტა ახლა მზადაა ომი გამოუცხადოს ქართველ ხალხს, რათა დაიხსნას ბოროტი კლოუნი სააკაშვილი და სცადოს ამ გზით ხელისუფლებაში მობრუნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ სახელმწიფოს მისამართით ამ დაუსრულებელ მუქარებს უნდა გაეცეს კანონიერი პასუხი! კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.