მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. ჩალაძე აცხადებს, რომ ისინი არიან სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები.
„დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა: პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა“, - აცხადებს გიორგი ჩალაძე.