ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონს დაუჩოქა
1747398516
რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში ადგილობრივი დროით 12:30 საათზეა დაგეგმილი. ამის შესახებ რუსულ მედიას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, დოლმაბაჰჩეში გაიმართება.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ადგილობრივი დროით 10:45 საათზე არის დაგეგმილი შეხვედრა თურქეთის, აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებს შორის. ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა დღეს სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებები რუსეთს, აშშ-ს, უკრაინასა და თურქეთს შორის.
როგორც რუსულ მედიას მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ დაადასტურა, რუსეთის დელეგაცია სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის უკრაინული მხარის ჩასვლას ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან დაელოდებოდა.
ცნობისთვის, 15 მაისს სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის სამი წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო.