რატომ უნდა დავგმო მის წინააღმდეგ რაიმეს თქმა... აიტანოს, აიტანოს ბატონმა ზარქუამ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

სამეგრელოში დეპუტატ ირაკლი ზარქუას აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატს მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დახვდნენ და აგინეს.

მათი თქმით, ზარქუას სამეგრელოში ყოფნის უფლება არ აქვს. ვიდეომასალა მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

აქტივისტებსა და ირაკლი ზარქუას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურნენ ოპოზიციურ სპექტრში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე მომხდარს სამართლიან კრიტიკად აფასებს და აქტივისტების გინებას არ გმობს.

"როდესაც დასთეს უსამართლობას - კანონის და პოლიციელის ხელით და არავისზე არ აყენებ შედეგს, მერე მოჰყვება ის, რასაც ჰქვია სამართლიანი კრიტიკა. მე რატომ უნდა დავგმო მის წინააღმდეგ რაიმეს თქმა. სიცოცხლეს უმწარებენ ადამიანებს - დასაჭერთა სიებში არიან, ქვეყნიდან გაქცევას უწევს. აიტანოს, აიტანოს ბატონმა ზარქუამ", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.