მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149
დღეს ოპოზიცია ბრიუსელში შეხვედრებს იწყებს - ბელგიაში კოალიცია "ძლიერი საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები გაემგზავრნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს ლიდერებს შეხვდებიან. მათივე თქმით, ისინი მუშაობენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ, სანქციები გამკაცრდეს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ბრიუსელში მორიგი ინსტრუქციების მისაღებად დაიბარეს და ისინი ყველანაირად ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.
"ის მავნებლობა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია სჩადის და ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, გრძელდება ისევ ბრიუსელში. ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლასთან, პროგრესთან, ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, არის მიუღებელი და გამაღიზიანებელი რადიკალებისთვის და მათი პატრონებისთვის, ამიტომ დაწყებული ევროლიბერალიზაციიდან და დასრულებული კანდიდატის მიღებით და დღევანდელობით, რადიკალები არ იღლებიან ევრობიუროკრატებთან სიარულით და ხვეწნა-მუდარით, რომ რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა დააზიანონ. რამდენად გამოსდით მათ ეს ყველაფერი - ეს არის ცალკე საკითხი. სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის ნაწილი ამ გლობალური, ნეგატიური ძალების მხარდაჭერით, ცხადია, ამ ყველაფერს ხელს უწყობს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის განცხადებული საგარეო კურსი და პოლიტიკა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოს ყველაზე უფრო მეტად მზაობას ასახავს მიზნად ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, არის, ცხადია, პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გზით ჩვენ ბუნებრივია მყარი ნაბიჯებით ვაგრძელებთ სიარულს“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.