1749744057
რადიკალურ ოპოზიციაში დიდი დაპირისპირება და არეულ-დარეულობაა, ქვეყნის სიძულვილში გაერთიანებული რადიკალები ერთიანი პოზიციით ვერ იქნებიან - დავით მათიკაშვილი

რადიკალურ ოპოზიციაში დიდი დაპირისპირება და არეულ-დარეულობაა, „ლელომ“ ევროპარლამენტის მოწოდება და დავალება პირდაპირ შესასრულებლად მიიღო, ხოლო გახარიას პარტია აქამდეც ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების წინააღმდეგი არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალური ხაზი უკავია, ერთმანეთის მიმართ თითებს იშვერენ და ერთმანეთს რაღაცებს აბრალებენ.
„ქვეყნის სიძულვილში გაერთიანებული რადიკალები ერთიანი პოზიციით ვერ იქნება და ვერ გაერთიანდებიან. რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ 64 ოლქში კიდევ ერთხელ დამარცხდება და ისინი პოლიტიკურ განაჩენს კიდევ ერთხელ მიიღებენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.